გედევან ფოფხაძის დამსახურებაა, რომ 2015 წელში არ დაიშალა უმრავლესობა. როცა ალასანიას პარტია გავიდა უმრავლესობიდან და ა.შ., მაშინ ერთ კაცზე იყო დამოკიდებული დაიშლებოდა თუ არა ხელისუფლება. ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე მან მიიღო ადამიანური და აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და ქართული ოცნებას შეუნარჩუნა უმრავლესობა და შეინარჩუნა ხელისუფლება. დღეს ეს აღარავის ახსოვს, როგორც ვიცი, არც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აღარ ახსოვდა, ამასწინათ შეახსენეს. ქართულმა ოცნებამ დაფასება არ იცის, არ იცის დაფასება თავისი თანამებრძოლების, რომელთან ერთადაც გამარჯვება დავაყენეთ.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
კვაჭანტირაძე: "ოცნებამ" დაფასება არ იცის - ივანიშვილსაც არ ახსოვდა ვინ შეუნარჩუნა ხელისუფლება
tbl.ge/3j90
დაკოპირდა

პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, პარტიის შესახებ TV პირველის ეთერში საუბრობს.
ამავე თემაზე
- გახარია: გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის
- ქაცარავა: უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ
- კობერიძე "ოცნებიდან" დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
- ენძელა მაჭავარიანი: არ ვთვლი, რომ გუნდის დატოვებად რაიმე პოზიცია ღირს რა, მყარად ვარ გუნდში
- ჩუგოშვილმა, ხულორდავამ, ქაცარავამ და კიდევ ოთხმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა