GOT

GOT არასდროს ყოფილა ასეთი ძვირადღირებული - რა დაუჯდა HBO-ს ბოლო სეზონის თითო სერიის გადაღება

საკულტო სატელევიზიო შოუს Game of Thrones-ის სერიები არასდროს ყოფილა ასეთი ძვირადღირებული. 

HBO-მ, როგორც იქნა, 5 მარტს დიდი ხნის ნანატრი სრულმეტრაჟიანი ტრეილერი გაავრცელა სერიალის ბოლო, მე-8 სეზონიდან, რაც ცხადყოფს, რომ სერიალის "გედის სიმღერაზე" ფული არავის დაუნანია. 


როგორც ამერიკული მედია წერს, სერიალის ბოლო სეზონის 6 სერიიდან თითოეულ HBO-ს $15 000 000 ღირს. მათივე ინფორმაციით, პირველივე სერიაში გამაოგნებელი სპეცეფექტებია გამოყენებული, რომელიც ნებისმიერ კინემატოგრაფიის მოყვარულ ადამიანს აღფრთოვანებულს დატოვებს. 

სპეცეფექტების გარდა, სერიალში ძალიან ძვირადღირებული კოსტუმებიც არის გამოყენებული, რაც ტრეილერიდანაც ჩანს - დრაკონების დედის თეთრი ბეწვის მოსასხამიდან დაწყებული სერსეის რკინის სამხრიანი კაბით დამთავრებული. ამასთან, როგორც დაანონსებულია, მე-8 სეზონში მაყურებელს ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ბრძოლის სცენების ნახვა მოუწევთ.

HBO-ს ხელმძღვანელი რიჩარდ პლეპლერი ამბობს, რომ მან უკვე ნახა ბოლო სეზონი. 

"რეაქცია, რომელიც მქონდა ამის ყურების დროს, იყო ის, რომ ფილმს ვუყურებდი. მათ იცოდნენ, რომ მათ მიმართ სტანდარტი საკმაოდ მაღალი იყო და მათ გადააჭარბეს კიდეც მოლოდინს. ბოლო სეზონს ორჯერ ვუყურე და სრულიად აღფრთოვანებული ვარ. მაგიური პროდუქტი შექმნეს,"- ამბობს პლეპლერი Variety-სთან საუბრისას. 

Game of Thrones-ის ბოლო სეზონის პირველი სერია 14 აპრილს გამოვა.  

კომენტარები