როდესაც ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდობას შეექმნება საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტის, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და სხვა სოციალური კატაკლიზმები, გაქრებიან რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი განათლებული, განსწავლული და განვითარებული საზოგადოებისთვის. დღევანდელ ქაოსურ და არეულ დროებაში, ტურბულენტურ, სწრაფად ცვალებად და, ხშირად, არასამართლიან სამყაროში წარმოუდგენელია გზის გაკვლევა ისეთი მძლავრი იარაღის გარეშე, როგორიც ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცოდნაა
მამუკა ბახტაძე
ბახტაძე: არეულ დროებაში, ტურბულენტურ სამყაროში ევროპული დონის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია
tbl.ge/3j35
დაკოპირდა
პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ამის შესახებ თავისი ახალი ინიციატივის "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" წარდგენის დროს ისაუბრა. ბახტაძის ინიციატივა გულისხმობს, რომ განათლების დაფინანსება ყოველწლიურად გაიზარდოს, ხოლო 2022 წლისთვის მთლიადი შიდა პროდუქტის 6%-ს შეადგენდეს
ამავე თემაზე
- ბახტაძე: დავოსში მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ფორუმში, ვისაუბრე ქართულ გამოცდილებაზე
- ბახტაძე: არაერთხელ მითქვამს, საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე
- bm.ge: მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, საქმიანობას მსოფლიო ბანკში გააგრძელებს
- წულუკიანი: ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მან იცოდა მოსმენა
- ბახტაძე: განათლების, როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა იყო პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია