დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ღარიბაშვილი დეპუტატების წასვლაზე: ძალიან გული დამწყდა, თუმცა, ეს არ არის ტრაგედია

ეკაზე აღარ მინდა ბევრი საუბარი, ჩვენი გუნდის წევრი იყო, ძალიან ერთგულად იდგა, ბოლომდე სადარაჯოზე, ჩვენი გუნდის, გუნდის ლიდერის და ჩვენი ყველასი და ჩემთვის მტკივნეულია ეს პროცესი, რაც დაიწყო. მე ეს ვთქვი და ძალიან გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა ეს პროცესი. თუმცა, ეს არ არის ტრაგედია ჩვენი პარტიისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები და ამას უახლოეს მომავალში იხილავთ

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის და სხვა დეპუტატების გასვლაზე.

კომენტარები