დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ღარიბაშვილი: აუხსნელია ეკას ქმედება, ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის

ის ღირებულებები, რომლებმაც ჩვენ გაგვაერთიანა, არსად არ წასულა, ჩვენ - მე, პირადად ბატონი ივანიშვილი და ყველანი, პარტიის ლიდერები, ვართ ერთგულები იმ ღირებულებების, რითაც მოვედით ხელისუფლებაში. იდეალური სისტემა არ არსებობს, იდეალური ხელისუფლება და მმართველი არ არსებობს ბუნებაში და არც იარსებებს არასოდეს, ჩემი პოზიცია რა არის - აბსოლუტურად გულწრფელად მინდა მივმართო მათ შორის ჩვენი გუნდის ყოფილ წევრებს - ჩემთვის არის ემოციურად ძალიან მძიმე საყურებელი ის პროცესები, რაც განვითარდა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლო ჯამში დალაგდება, ძალიან აუხსნელია ჩემთვის პირადად თუნდაც ეკას ქმედება, ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, რაღაცაშია პრობლემა. არ ვიცი, რისგან ან ვისგან, უბრალოდ, გულწრფელად გიზიარებთ ჩემს აზრებს (მე აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, დღეს გვქონდა მოკლედ მიმოწერა რაღაც, რომ მიესალმება ჩემს დაბრუნებას).

მე ასეთი განცდა მაქვს, იმიტომ, რომ შენ როცა აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა, იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური, იმიტომ, რომ არც ერთი პარტია და ხელისუფლება არ იქნება იდეალური. თუ გაქვს შეკითხვა, რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში, არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები მერე გამოიტანო საჯაროდ და სხვის და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. მე ვიცი ასე, ასე გამოვიდა [რომ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და სხვებმა მტრის წისქვილზე დაასხეს წყალი]

ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში "რეაქცია", უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლაზე.

კომენტარები