კრიმინალი

მთაწმინდაზე მოქალაქემ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

თბილისში, ​მთაწმინდაზე პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ყაჩაღობაში ბრალდებულმა დაკავების დროს სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ ჰაერში საპასუხოდ გაისროლა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. დაზარალებულები არ არიან.

კომენტარები