აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტზე სიტყვა არ თქმულა, რატომ უნდა განგვეხილა ეს?

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეხვედრაზე სიტყვა არ თქმულა საერთოდ. არც ვიცი და არც მართალი გითხრათ, ვერც წარმომიდგენია, რა შუაშია ანაკლიის პორტი, რატომ უნდა განვიხილოთ ეს თემა? რაც შეეხება იმ მუქარის შემცველ კომენტარებს, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, ჩვენი აზრით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს აყენებს სერიოზულ ზიანს

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჟურნალისტებთან საუბრობს რუსეთის საგარეო მინისტრთან, გრიგორი კარასინთან, შეხვედრის დეტალებზე. 4 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ.

კომენტარები