ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისი-წავკისის გზაზე ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავი2

თბილისი-წავკისის გზაზე ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა. სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები