ზვიად კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძე: ქართული ოცნების ჩატში მოდიოდა მესიჯები, დღემდე არ ვიცი ვინ წერდა მათ

ტაბულა

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ჩატში მოდიოდა მესიჯები, რომელთა ავტორის ვინაობაც არ იცის. 

"ეს პრაქტიკა დაინერგა 2016 წლიდან. ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა იმაზე ჩიოდა, რომ პრაქტიკულად, ჩვენ ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში. ფრაქციის სხდომა, საერთოდ არ მახსოვს, როდის ჩატარდა. უმრავლესობის სხდომები ტარდებოდა ხოლმე, როცა უკიდურესი აუცილებლობა იყო. სხვა მხრივ, ძირითადად, მესიჯები მოდიოდა და დღემდე არ ვიცი, ვინ წერს ამ მესიჯებს. ჩატს ჰქვია კონკრეტული სახელი, არა ფიზიკური პირის."-განაცხადა კვაჭანტირაძემ TV პირველის ეთერში.

ზვიად კვაჭანტირაძემ ქართული ოცნება 27 თებერვალს დატოვა. მანამდე, პარტია დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა. დეპუტატების წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები