ზვიად კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძე: თქვენ კარგად იცით რა ქაქშიც ვიყავით და რა პროგრესი განვიცადეთ

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს ნაცების მმართველობის პერიოდს ნამდვილად ნუ შევადარებთ. არ შეიძლება შედარება, თქვენ ძაან კარგად იცით რა ქაქშიც ვიყავით და რა პროგრესი განვიცადეთ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ეს საკუთარ ტყავზე ვერ იგრძნეს. 

მე ვსაუბრობ იმ აბსოლუტურ უკანონობაზე, რომელიც ნაცების დროს მეფობდა ქვეყანაში, ის ღირსების შელახვა, რომელიც იყო ყველა ფეხის ნაბიჯზე. ეს აბსოლუტური უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა. ამას ახლა ნამდვილად ვერ იტყვი, რომ ოცნების პერიოდში ადგილი აქვს.

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ამის შესახებTV პირველის ეთერში განაცხადა.

კომენტარები