შსს

ქურდობის მცდელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

tvfree.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ.ი. დააკავეს. 

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 28 თებერვლის გვიან ღამით ლისის ტბის დასახლებაში ერთერთ მშენებარე კორპუსში მდებარე საცავიდან სხვადასხვა სახის სამშენებლო ხელსაწყო და აპარატურა მოიპარა და ავტომობილში მოათავსა. შსს-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ბ.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას აპირებდა. 

პოლიციამ მოპარული ხელსაწყოები ავტომანქანიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია 
გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე 
მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 5 წლამდე ვადით. 

კომენტარები