დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ნარჩემაშვილი: როცა მორალური და პოლიტიკური წინააღმდეგობებია, სწორი არაა გუნდის შიგნით ყოფნა

მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური გეგმები ძალიან ინდივიდუალურია და ჯგუფურიც არის, გარკვეულწილად, თუ ეს ჯგუფი პოლიტიკურად არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, მე პოლიტიკურად მოგეხსენებათ, ვარ ფრაქციის წევრი და რასაკვირველია, ამ თემაზე ფრაქციის ჯგუფში გვაქვს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები. მე პირადად, ვთვლი, რომ მორალურადაც, პოლიტიკურადაც, როცა არის წინააღმდეგობები, რომელიც ვერ იძლევა გუნდის შიგნით, არ არის მორალურად და არც პოლიტიკურად სწორი, რომ იყო იმ გუნდის შიგნით, სადაც ასეთი წინააღმდგებობები გხვდება. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ... ჩვენ კიდევ ვაპირებთ, გარკვეული სივრცე არის დარჩენილი კონსულტაციებისთვის. ვთვლით, რომ გვინდა გარკვეული მოსაზრებების გაგება გუნდის წევრებისგანაც ცალკეულ კანონპროექტებზე რა პოზიციები ექნებათ მათ, რა დამოკიდებულება იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაგალითად, იგივე საპენსიო რეფორმასთან, პროგრესულ გადასახადთან, სასამართლოების თემასთან დაკავშირებით იყო განსხვავებული მოსაზრებები. კიდევ გვაინტერესებს მათი მოსაზრება ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და პრინციპში, მე ვთვლი, რომ ეს უკვე არის დღეების და კვირების ამბავი, როცა გადაწყდება ჩვენი უმრავლესობიდან გასვლა ან დარჩენა.

ქართული ოცნების წევრის კობა ნარჩემაშვილის კომენტარი ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ.

კომენტარები