ბოკერია TBC ბანკის საქმეზე: ლუსტრაცია გაგრძელდეს, ვნახოთ, ეს უტიფრობა სანამდე წავა

ჩვენ ფინანსურ კომიტეტსაც მივმართეთ უკვე წერილით, ახლა მოიჭრან თავი მათაც, თუ მოიჭრიან... ჩვენ წერილი გავუგზავნეთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოიწვიონ და ყველა კომიტეტში, კიდევ დავუბრუნდებით ამ საკითხს, ვნახოთ, რამდენი ხანი გააგრძელებენ.

რატომ უნდა გავჩერდეთ, ეს ინსტრუმენტი გვაქვს და გამოვიყენებთ ბოლომდე, რამე ილუზია კი არ გვაქვს, რომ რაღაც ხელს გადავუწევთ, ჯერჯერობით, სანამ ძალაუფლება აქვს ივანიშვილის გუნდს და სანამ არჩევნებში დამარცხებულან, რაც აუცილებლად მოხდება, მანამდე ლუსტრაცია გაგრძელდეს, ვნახოთ, ეს უტიფრობა სანამდე წავა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია TBC ბანკის საქმეზე. შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, დასრულებულად გამოაცხადა.

კომენტარები