მე მგონი ირაკლი კობახიძე ვერ ხვდება, რა ხდება დღეს, რა პროცესი მიმდინარეობს სამწუხაროდ. ის, რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს, ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. მე წინა პარლამენტში ძალიან ბევრი რამე გავაკეთე, რომ ეს ინსტიტუციური სიძლიერე ეჩვენებინა პარლამენტს და გული დამწყდა, როდესაც დავინახე, ის ყველაფერი როგორ ინგრევა, რაც ძალიან დიდი რუდუნებით 4 წელი ვაშენეთ და მე მგონი ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა.
ბესელია კობახიძეზე: პარლამენტი არაა ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო და სადაქალო უნდა არსებობდეს





