კაკულია: ბოდიშს ვუხდი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, ჩანაფიქრი არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემა

ღია ეთერში ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ვეუბნები მათ, რომ ჩემი ჩანაფიქრი კი არ იყო მათთვის სიტყვის არ მიცემა, უბრალოდ სიტუაცია ისეთნაირად წავიდა, რომ ის აღარ იქნებოდა უკვე, ჩემი აზრით... მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პიროვნულად, მათ ბოდიშს ვუხდი, თუ დამიჯერებენ, რომ ეს არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემის მცდელობა, უბრალოდ ისეთი კაკაფონია იყო უკვე იქ, რომ ეს არ დაემსგავსებოდა არც მათი მხრიდან და არავის მხრიდან საგნობრივ საუბარს იმ თემებზე, რომელზე საუბარიც მათ სურდათ.

ამასთანავე, მე ვიცოდი, რომ ბატონი ირაკლი [კოვზანაძე] სთავაზობდა მათ იგივე ფორმატს, ამიტომ, ჩემს თავს მივეცი უფლება, (ვიმეორებ, ბოდიშს ვუხდი მათ, რომ ეს ვერ გავაკეთე), გადაწყვეტილების მოტივაცია ავხსენი, აწი უკვე თქვენი ნებაა, ამას მიიღებთ, არ მიიღებთ, დაიჯერებთ, არ დაიჯერებთ, მე დავდექი ასეთი არჩევანის წინაშე

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პალიტრანიუსის ეთერში. შეგახსენებთ, რომ სხდომა, რომელზეც TBC ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და კობა გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, რომან კაკულიამ დასრულებულად გამოაცხადა.

კომენტარები