რამდენადაც მე ვიცი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით თუ ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური შეკრება არ ყოფილა, მსჯელობა არ ყოფილა ასეთი, მაგრამ ბუნებრივია, რომ ჩვენ როცა ვხვდებით სასულიერო პირები, განსაკუთრებით მღვდელმთავრები, ვსაუბრობთ ამ თემებზე და ჩვენს გულისტკივილს, ჩვენს აზრებს გამოვთქვამთ, შეიძლება მთლად არ ემთხვეოდეს ჩვენი აზრები ერთმანეთს, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს მზაობა, რომ აღძრულიყო მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხი, ნამდვილად ვიცი, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ამის მომხრე იყო, ამ შუამდგომლობის აღძვრის საკითხთან დაკავშირებით ძალიან დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა, მე ვერ ვიტყვი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა გახდა დღევანდელი ამ განცხადების მიზეზი, თუმცა, ეს მდგომარეობა რომელიც ამ საკითხის ირგვლივ განვითარდა და დღემდე ვითარდება, უნდა ვთქვა, რომ მთლად სასურველ და ჯანსაღ ფონს არ ქმნის
გიორგი მამალაძის საქმე
მეუფე გრიგოლი: პატრიარქი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხის აღძვრას ემხრობოდა
tbl.ge/3icv
დაკოპირდა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი TV პირველის ეთერში. აქვე შეგახსენებთ, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო პატიმრის შეწყალების შუამდგომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აყენებს, თუ მსჯავრდებული "თავის წილ დანაშაულს" აღიარებს.
ამავე თემაზე
- "ჩემი დაკავება უსამართლობაა" – გიორგი მამალაძემ საპატიმრო დატოვა
- მამალაძე: ოცნება ჩემს ძმას წამებით კლავს, მისი გადარჩენის ბოლო შანსი ხელისუფლების შეცვლაა
- პენიტენციური: მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა, სამოქალაქო კლინიკაში არ გადაგვყავს
- სახალხო დამცველის ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ დროებით შიმშილობა შეწყვიტა
- მამალაძე: გავასაჯაროებთ მტკიცებულებებს საპატრიარქოში არსებულ პედოფილიასა და ინცესტზე