ბაქრაძე: სხდომის ჩაშლით უმრავლესობამ TBC-ზე პასუხისმგებლობა აიღო, ეს პოლიტიკური საქმეა

დღევანდელ სხდომაზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ორი რამ: 

პირველი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მზად, რომ პასუხი გაეცა დეპუტატების და საზოგადოების კითხვებისთვის. 

მეორე და მთავარი, ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა, როგორც პოლიტიკური მხარე. ამ სხდომის ჩაშლით, უმრავლესობამ, ნებით თუ უნებლიეთ, და აშკარად ზრახვით, აიღო პასუხისმგებლობა TBC ბანკის საქმეზე და ნათლად გამოაჩინა, რომ TBC-ის საქმე ეს არ არის დავა მარეგულირებელსა და ბანკს შორის. ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს არის საქმე, რომელსაც გააჩნია მკაფიო პოლიტიკური განზომილება და უმრავლესობის მთელი ქცევა, მათ შორის ზეწოლა, მათ შორის კომიტეტის სხდომის ჩაშლა, მათ შორის ის ინიციატივები და იდეები, რომლებითაც ისინი გამოდიოდნენ, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს უმრავლესობის ამოცანა სხდომის ჩაშლა იყო. საზოგადოებას არ მიეღო პასუხები და საპარლამენტო უმრავლესობამ ამით დააფიქსირა საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკურმა მხარემ, როგორც დაინტერესებულმა პოლიტიკურმა მხარემ

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა, რომელზეც TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ, ქართული ოცნების დეპუტატების მოთხოვნითა და კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჩაიშალა

კომენტარები