ბოკერია გვენეტაძეს: პოლიტიკური უტიფრობაა თქვენგან აქ მოსვლისთვის ჩვენთვის დამადლება

უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, რომ თურმე, მადლიერები უნდა ვიყოთ ვინმე თუ კანონის მოთხოვნებს ასრულებს? დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს, რომ ოპოზიციას უფლება აქვს, რომ ილაპარაკოს. დიდი მადლობა, რომ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევთ. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ. ვერ გავიგე, ეს რა სულისკვეთებაა? ვალდებული ხართ [კობა გვენეტაძეს], რომ მოხვიდეთ. ევროპული საქართველოს მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება და აქ ეს ამბები არის სამარცხვინო პოლიტიკურად, ისევე, როგორც პოლიტიკური უტიფრობაა თქვენგან ჩვენთვის დამადლება, რომ აქ მობრძანდით. მზად ხართ ხომ კითხვებზე საპასუხოდ? ან არ უპასუხებთ ამ კითხვებს და მერე საზოგადოება და ჩვენ შეგაფასებთ თქვენ ყველასთან ერთად, ვინც აქ გადაეფარეთ. მე კომიტეტის თავმჯდომარეს ვთავაზობ, დრო გამოვყოთ და კითხვები დავუსვათ ამ პატივცემულ ადამიანს, რომელმაც ამხელა პატივი დაგვდო, კანონი შეასრულა და მობრძანდა ჩვენი კითხვების საპასუხოდ

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მიმართავს. პარლამენტში TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დისკუსია იმართება

კომენტარები