სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო შეიქმნა

www.zonanews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო შეიქმნა. შესაბამისი დადგენილება პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, 15 თებერვალს მთავრობის სხდომაზე მიიღო. 

დადგენილებით, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოზე კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება. 

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული საშენი მეურნეობა რეორგანიზებულ იქნეს (გარდაიქმნას)  და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო," - წერია დადგენილებაში. 

ტაბულა დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კითხვით, თუ რას შეეხება ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და რა საკითხებზე იმუშავებს ის. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები