ალბათ ბოლოჯერ მიწევს უმრავლესობის სახელით გამოსვლა ამ ტრიბუნაზე... ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის ღირებულებებზე რომ მელაპარაკებოდა აქ, კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახსოვდა მაშინ დამფრთხალი თვალებით, რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას, ქალბატონო ეკა დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევს, სად იყო მაშინ კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაბედა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ „ბიჭებს“. თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას. მე ნაციონალებს სხვებისგან განსხვავებით არ ვკურკურები და კულისებში არ ვეთამაშები და კარგად იციან მათ ეს.