ხვალ, 22 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ელიავას, ვახუშტი ბაგრატიონის, აგლაძის, ხოშარაულის და ქუთაისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
16 საათიდან 21 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს და გუდაუთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
16 საათიდან 21 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, გუმათის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, ნუგზარ საჯაიას, ორბელების და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის, ხევძმარის, თემქის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების და გია რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, 17 შინდისელი გმირის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ბეთანიის, გოლოვნის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის, განთიადის, დომინიკა ერისთავის და მარტყოფის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძის, მაჭავარიანის, დემეტრე თავდადებულის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





