საქართველოს პარლამენტი

გოგიჩაიშვილი კობახიძეზე: ძალიან არაადეკვატური ადამიანია, არ შეესაბამება თანამდებობას

მე ვფიქრობ, ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი, პირდაპირ გეტყვით, არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაზეც ის არის, აბსოლუტურად.

დაკარგული აქვს ყველანაირი რეალობის განცდა, მორალზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ჩინჩალაძის მორალია თავიდან ბოლომდე, როცა ამბობ - "ის ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა" - საკუთარი სიტყვებით თავის მორალს ხაზი გაუსვა.

დანარჩენი რა უნდა შევაფასო, არ ვიცი, თქვენ თვითონ გეცინებათ მაგ განცხადებაზე, მე ამას ვუთვლი როგორც არაადეკვატურ განცხადებას, იმიტომ, რომ ვერ არის თავის ადგილზე და ვერ არის თავის თავში დარწმუნებული, სამწუხაროდ, ძალიან გული მწყდება, რომ ყოველდღიურად ხდება რეგრესი

ქართული ოცნების დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა - "ის კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე". პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებითვე, "კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და ნაცმოძრაობას შორის, არის ძალიან ნიშანდობლივი".

კომენტარები