თიბისი ბანკის საქმე

ბაქრაძე: 26 თებერვალს კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვა, ვთავაზობთ ხაზარაძეს მოსვლას

statista.com

დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ევროპული საქართველოს მოთხოვნით ეროვნული ბანკის პრეზიდენტში პარლამენტში დარგოვბრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე  26 თებერვალს მივა. უმცირესობის ლიდერი ამავე კომიტეტის სხდომაზე მისვლას სთავაზობს თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს. 

"პარლამენტში 26 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე მობრძანდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ევროპული საქართველოს მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ ვთავაზობთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს მოვიდეს ამ სხდომაზე და სამშაბათს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად კომიეტეტის ფორმატში ღიად, საჯაროდ ჟურნალისტების თანდასწრებით საზოგადოებისთვის გასაგებად, ვისაუბროთ იმაზე თუ რა ხდება თიბისი ბანკის ირგვლივ. რა პროცესს აქვს ადგილი, ვინ არის დაინტერესებული და რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე და მომავალზე. ეს არის მაღალი საზოგადოების ინტერესის თემა, ამიტომ, პარლამენტი ვალდებულია ამ თემაში ჩაერთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რა ხდება, იმ ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ანაბრები, სახელფასო ანგარიშები და ზოგადად ფინანსური სტაბულურობა," - თქვა დავით ბაქრაძემ. 

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. 

TBC-იმ თქვა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". 

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 

კომენტარები