საბანკო რეგულაციები

ბაქრაძე: საბანკო რეგულაციები ემსახურება ეკონომიკის შეჩერებას და უმუშევრობის ზრდას

რა თქმა უნდა, ჭარბვალიანობა არის ძალიან მძიმე პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს პრობლემა საჭიროებს მოგვარებას. ოღონდ საბანკო რეგულაციები არის თემა, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს დღევანდელი ხელისუფლების მუშაობას. ერთი პრობლემის მოგვარების მცდელობაში შექმნეს 10 სხვა პრობლემა და დააზიანეს ძალიან ბევრი სფერო და ადამიანი. პირველი, რაც საბანკო რეგულაციებმა მოიტანა, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა, რომელიც მიადგათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებს. ასეთი მაღაზიების უმეტესობა მუშაობს განვადებით, დღეს მათი გაყიდვები არის მკვეთრად შემცირებული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღზიების დიდი ნაწილი დგას დახურვის და გაუქმების საფრთხის წინაშე. ეს ნიშნავს დამატებით ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. 

ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში დღეს არსებული რეგლამენტის და ფორმატის ფარგლებში მობრძანდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჩააბროს ანგარიში მთავრობას და საზოგადოებას რა შედეგები მოიტანა მის მეირ შემოღებულმა საბანკო რეგულაციებმა. მეორე, გაუქმდეს შემოღებული რეგულაციები, ვინაიდან ეს შეზღუდვა ემსახურება არა ჭრბვალიანობის აღმოფხვრას, არამედ ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკის შეჩერებას, უმუშევრობის ზრდას და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე საბანკო რეგულაციის შედეგების შესახებ საუბრობს.

კომენტარები