ბედუკაძე: გვარამია გამოვიდეს სადაც უნდა, გავუნგრევ თავ-ყბას

ეს არის წინასწარ განსაზღვრული, დაგეგმილი პროვოკაცია. სხვა მტერი ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. ვიღაცა წამებული დედა სამი წელია ჩივისო, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს, დამთავრდა. მე თქვენი ბინძური ტელევიზიის აზრი არ მაინტერესებს, მიმიფურთხებია თქვენი ტელევიზიისთვის, მომიკითხეთ გვარამია, გამოვიდეს სადაც უნდა, ნებისმიერ ადგილას, გავუნგრევ თავ-ყბას, მერე რა. დიახაც, ვემუქრები

თქვა ციხის კადრების ავტორმა და გამავრცელებელმა ვლადიმერ ბედუკაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ. ბედუკაძეს თავს გუშინ დაესხნენ.

კომენტარები