ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში

ქობულია: Ryaniar-თან მოლაპარაკებები გვაქვს, დაამატებს პირდაპირ მიმართულებებს

რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის განვითარებას, ვაფართოებთ ქუთაისს ოთხჯერ, თბილისსა და ბათუმზე მოხდება კონკრეტული გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, როგორ ვაფართოებთ თბილისისა და აჭარის აეროპორტებს.

დამატებით პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ რამდენიმე უკვე გავუშვით, ვიზიარზე დავამატეთ 6 მიმართულება, ახლა გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, მათ რიცხვში Ryaniar-თან რომელიც აგრეთვე დაამატებს პირდაპირ მიმართულებებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმისთვის და ზოგადად, ჩვენი ავიამიმოსვლისთვის

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები