NATO-საქართველო

ჰოჯესი: საქართველომ ყურადღება გამჭვირვალობასა და ინსტიტუტებზე უნდა გაამახვილოს

საქართველოს დასამტკიცებელი მეტი არაფერი აქვს ნატოსთან უსაფრთხოების და სამხედრო თვალსაზრისით დაახლოების მხრივ. ამერიკასთანაც, მოგეხსენებათ, ქვეყანას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი ერთგულების ძალიან ძლიერი გზავნილი იყო. ერთი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს გამჭვირვალობა და ინსტიტუტებია. ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს.

საარჩევნო პროცესი, სასამართლო და განსაკუთრებით ბიზნეს პრაქტიკა, ვფიქრობ, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ძალიან დიდ მუხტს შექმნის. ამ მხრივ, ანაკლიის პორტი დიდი შესაძლებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში სერიოზული ინვესტიციების ჩადება შეიძლება მოუნდეთ, [ინსიტიტუტებისადმი] ნდობა უნდა გაუჩნდეთ, რომ ბიზნეს გარიგებები გამჭვირვალედ წარიმართება და რომ ამისთვის სანდო ლეგალური სტრუქტურები არსებობს

ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, გადამდგარი სამვარსკვალიანი გენერალი ბენ ჰოჯესი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები