ნიკოლას მადურო

ნიკოლას მადუროს პრესკონფერენციის დროს ელექტროენერგია გაითიშა - ვიდეო

კარაკასში, მაშინ როდესაც ვენესუელის რეჟიმის ლიდერი, ნიკოლას მადურო უცხოური პრესისთვის პრესკონფერენციას მართავდა, შენობაში დენი გაითიშა. ინფორმაციას bloomberg ავრცელებს.

სიბნელეში მადურომ თავის ენერგეტიკის მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ ჩაქრა შუქი. ლუის მოტა დომინგესმა უთხრა რომ შეამოწმებდა. 

"შენ ისედაც უნდა იცოდე"- უპასუხა მადურომ

ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა. 

 

კომენტარები