ქუცნაშვილი: მოსამართლეების საკითხის შავ და თეთრ ფერებში განხილვა არასწორია

არ უნდა განვაზოგადოთ და არ უნდა ვთქვათ ისე, რომ "ქართული ოცნება" უჭერს მხარს ძველ მოსამართლეებს. მე ვიტყოდი ასეთნაირად, რომ პოლიტიკური ხელისუფლების ნაწილში შეიძლება იყოს მცირე ჯგუფი, ვინც უჭერს მხარს, მაგრამ თამამად შეიძლება გითხრათ, რომ არის ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც საწინააღმდეგოს ამბობს. საკითხის შავ და თეთრ ფერებში განხილვა არასწორია. საკითხი უნდა გაიყოს ორ ნაწილად, გვინდა თუ არა დამოუკიდებელი, ძლიერი, თვითმმართველი, ავტორიტეტული, ძლიერი სასამართლო ხელისუფლება და მეორე, ამ სურვილის ფონზე როგორ შევხედოთ იმ წარსულს, მტკივნეულ და უსამართლო გადაწყვეტილებებს, რომელმაც ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედურა. აქედან გამომდინარე საკითხს 2 ნაწილად გავყოფდი

ამის შესახებ ურავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" თქვა.

კომენტარები