თურქეთი

სტამბოლში 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6 დაშავდა

Reuters

თურქეთის ქალაქ სტამბოლში 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 6.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. იქ არსებულ 14 ბინაში 43 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა გუბერნატორის თქმით ზედა სამი სართული უკანონოდ იყო დაშენებული.

ამჟმად კვლავ გრძელდება ნანგრევებში მოყოლილების ძებნა, საიდანაც 3 ადამიანის ამოყვანა უკვე მოახერხეს.

კომენტარები