Vetements

მოდელის თქმით, VETEMENTS მის ფოტოს 5 წელი ფულის გადახდის გარეშე იყენებდა

ენჯი შერბურნის თქმით, დემნა გვასალიას ვეტმანი მის სურათს 5 წლის განმავლობაში ხელფასის გადახდისა და მოდელის სახელის დასახელების გარეშე იყენებდა.

2014 წელს ვეტმანმა პირველი კატალოგისთვის 19 წლის ენდი შერბურნი გადაიღო. მოდელის თქმით, მაშინ ბრენდმა შეთანხმებისამებრ 1000 დოლარზი გადაუხადა და უთხრა, რომ ფოტო მხოლოდ ერთ კატალოგში მოხვდებოდა. მისივე თქმით, შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერად მოხდა.

"რამდენიმე წელიწადში მათ [ვეტმანმა] ჩემი ფოტო ტოკიოში, Opening Ceremony-ს მაღაზიის გახსნისას ვიტრინაზე გააკრეს. როდესაც ჩემმა ბუქერებმა მათ მოთხოვეს, რომ ფოტოს გამოყენებისთვის თანხა მოეცათ, დემნა გვასალია მთხოვდა რომ შემეჩერებინა ისინი და მითხრა, რომ თუ ფულს ავიღებდი, ერთად ვეღარასდროს ვიმუშავებდით. მე, როგორც გულუბრყვილო თინეიჯერი დავთანხმდი", - წერს ენჯი შელბურნი ინსტაგრამზე.

ამ ფაქტიდან, ორ წელზე ნაკლებ დროში, მოდელის აგენტის თქმით, "სააგენტომ აღმოაჩინა, რომ პოსტერი მთელი მსოფლიოს გარშემო გამოიყენებოდა".

"მე შევთავაზე ვეტმანს, რომ ენჯი შელბურნის ფოტოს გამოყენებისთვის ფინანსური საკითხები შეგვეთანხმებინა. მრავალი იმეილის უპასუხოდ დატოვების შემდეგ, შვეიცარიაში, მათ ოფისში დავრეკე, სადაც მითხრეს რომ ისინი ენჯისთვის ფულის გადახდით დაინტერესებულები არ იყვნენ, რადგან ის მოდის სახლის მეგობარი იყო. ამის შემდეგ არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ფოტო რამდენი ხანიც უნდა", - თქვა მოდელის აგენტმა.

ენჯი შერბურნის თქმით, მას ფულის სანაცვლად ვეტმანიდან, სურათზე დათაგვა და ყვავილების გაგზავნა შესთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ენჯი შერბურნისთვის 2014 წელს გადაღებული ფოტოა ინსტაგრამზე ვეტმანის მთავარი სურათი.

ჯერჯერობით მოდელს ვეტმანიდან არავინ გამოხმაურებია.

კომენტარები