Super Bowl 2019

MAROON 5-მა სუპერ-ბოულიდან შესული $500 000 ბავშვების დასახმარებლად გადარიცხა

pitchfork.com

ჯგუფმა Maroon 5-მა, Super Bowl-ის შოუზე სიმღერისთვის გადახდილი ჰონორარი 500 000 დოლარი ქველმოქმედებაში, ბავშვების დასახმარებლად გადარიცხა.

ამის შესახებ ჯგუფის სოლისტმა ადამ ლევაინმა ისაუბრა.

"მადლობას ვუხდით NFL-სა და Interscope-ის ჩამწერ სტუდიას, იმისთვის რომ მოგვცეს შანსი გაგვეკეთებინა შემოწირულობა დიდი ძმებისთვისა და დიდი დებისთვის, შემოწირულებას მსოფლიოს სხავდასხვა მხარეში მყოფი ბავშვებისთვის აუცილებლად ექნება ეფექტი", - თქვა ადამ ლევაინმა.

2019 წლის Super Bowl-ის შოუ 3 თებერვალს ჩატარდა.

Maroon 5-ის გამოსვლას შოუზე კრიტიკა მოჰყვა. გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ გამოსვლა "მეტისმეტად ხანგრძლივი და მოსაწყენი იყო" და რომ მათ "იმედები გაუცრუვდათ".  

შოუს მიმდინარეობისას, ჯგუფის სოლისტმა, ადამ ლევაინმა მაისური გაიხადა. მედიის ნაწილმა დაწერა, რომ ეს ყველაზე ცუდი შოუ იყო სუპერ-ბოულის ისტორიაში და ერთადერთი კარგი, რაც მოხდა, სწორედ ლევაინის სანახევროდ გაშიშვლება იყო. 

კომენტარები