დანაშაულის სტატისტიკა

შსს: ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქურდობა ეს არის დანაშაული, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, როგორც 14-18 წლის ისე 14 წლამდე. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მეზვრიშვილის თქმით, აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად რიგ დანაშაულებში რიცხვობრივი ზრდა დაფიქსირდა და ამის მაგალითი არის ქურდობა.  

,,დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს რომ ტელეფონი კი არ მოპარეს არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს რომ ეს იყო ქურდობა - ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ 2017წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას -  ეს არის ის კატეგორია სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე.“ - თქვა მეზვრიშვილმა. 

მეზვრიშვილის ინფორმაციითვე, 2018 წელს წინა წელთან შედარებით უცვლელია მკვლელობების მაჩვენებელი და 2,5 პროცენტით არის შემცირებული ყაჩაღობა. 17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ზრდას, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე მუქარაზე, იძულებაზე და თაღლითობაზე. 

კომენტარები