პლენარული სხდომა

გოცირიძე ავლაბრის სასახლეზე: ფული თუ დაგაკლდათ, შეიძლება საქორწინო დარბაზადაც გააქირაოთ

დღეს სიმბოლური დღეა, პარლამენტი შეუდგა პირველად მუშაობას ამ დარბაზში და ეს სიმბოლო შეიძლება აღქმული იყოს მისი პირდაპირი მნიშვნელობით - გრძელდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების პროცესი.

ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა და ქუთაისის შენობის პოლიციისთვის გადაცემა, არის პირდაპირი დაცინვა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ამ დაცინვის გაგრძელებაა ის, რაც დღეს ხდება პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით. ქვეყანაში იყო პრეზიდენტის ერთი სასახლე და პრეტენზიები ჰქონდა, რომ თურმე ბიუჯეტიდან იყო შესანახი. ახლა ორი პრეზიდენტის სასახლე გვაქვს, ერთი ათონელზე, მეორე ავლაბარში, რომელიც რაღაც საბანკეტო დარბაზად გინდათ გადააკეთოთ, მაღალი თანამდებობის უცხოელი დელეგაციების მისაღებად, რომელიც წელიწადში ორჯერ, თუ სამჯერ ჩამოვა. თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება საქორწინო დარბაზადაც დაიწყოთ მისი გაქირავება.

სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება არ გამოიხატება მხოლოდ ქვეყნის სიმბოლოების მიმართ უპატივცემულობაში, აქედან ირიბად ჩანს, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი განაგებს საკუთარი ხუშტურების შესაბამისად და კატეგორიულად აკრძალულია ავლაბრის რეზიდენციაში რომელიმე სახელმწიფო პირის შესვლა. დაწყევლილი შენობაა ივანიშვილის მიერ. კეთილი ინებოს და დღეს რომ აქ პრემიერი გამოცხადდება, გადაბრძანდეს იმ შენობაში, ეს არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისთვის განკუთვნილი რეზიდენცია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანასა და პრეზიდენტის რეზიდენციაზე ისაუბრა.

კომენტარები