პლენარული სხდომა

კახიძე ხელისუფლებას: უკანონო თვალთვალი ახალ სიმაღლეზე აიყვანეთ, გავრცელება სისტემური გახდა

პარლამენტი

"7წლიანი მმართველობის თავზე ქართულმა ოცნებამ, გაცემული დაპირებების საპირისპიროდ, ვერ შეინარჩუნეთ და გააუარესეთ შემდეგი მიმართულებები,- უსაფრთხოების საკითხი, დანაშაული და კრიმინალი, კორუფცია. გააუარესეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ეროვნული ვალუტის კურსი", - აღნიშნა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთო კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე.

დეპუტატის შეფასებით, ოცნების მმართველობის პერიოდში, ქვეყნის ყველა ძირითად მიმართულებაში რეგრესია.

ოთო კახიძემ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოქალაქეთა ფარული მიყურადება და უკანონო თვალთვალი გამოყო და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა არსებობდა მანამდეც, მაგრამ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, აღნიშნული საკითხი სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა და სისტემური ხასიათი შეიძინა.

"გარდა იმისა, რომ რუტინულად გრძელდება უკანონო თვალთვალი და მიყურადება და ამის დამადასტურებლად რამდენიმე ცნობილი შემთხვევის ჩამოთვლაც კმარა, ცნობილი ჟურნალისტების, ქალბატონი მიშველაძის, გრიგოლიას, შუბლაძის, ბატონი გვარამიას, ეს პრაქტიკა გრძელდება, მაგრამ ახალ სიმაღლეზე აიყვანეთ იმ ფორმით, რომ სისტემური გახდა უკვე უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნება, მათი გავრცელება და ამის გამოყენება პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად. ეს დაიწყო თქვენმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც არ დასჯილა თავისუფლების აღკვეთით, არც მისი თანამზრახველები გამოვლენილან, ეს გაგრძელდა შემდგომ პოლიტიკოსი ქალების მორალური განადგურებით, რასაც თქვენი სპიკერები ახმოვანებდნენ და ამან ბოლოს მორიგი შემთხვევა მოგვიტანა, ქალბატონი ბესელიას შემთხვევაში, როდესაც, რატომღაც თქვენს შიდა გუნდურ დაპირისპირებას დაემთხვა ამ კადრების გამოყენება. მე მოგიწოდებთ, რომ ამ საკითხს ნუ შეხედავთ იმ კუთხით, რომ დღეს თქვენ ხართ ხელისუფლებაში და ივანიშვილის სიმპათიით სარგებლობთ და ამიტომ არ შეგეხებათ, ეს არის ბოროტება, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს ყველა, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ეს არის საკითხი, რომელზეც არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ", - ამბობს კობახიძე.

ევროპული საქართველოს დეპუტატის შეფასებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს არის დამოუკიდებელი სასამართლო. კახიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ამ კუთხით სასამართლოში მდგომარეობა გამოსწორებულიყო, ზუსტად ის ადამიანები არიან წარდგენილი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებად, რომელების სახელთანაცაა დაკავშირებული წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური დაკვეთების შესრულება.

"მინდა შევეხო მეორე საკითხს, ეს ეხება სასამართლოს, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოში გამოგესწორებინათ მდგომარეობა, ზუსტად ის ადამიანები, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლები დაიბარეთ და საკუთარ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებინებთ, მეტიც, წარმოადგინეთ ისეთი ვითარება, როდესაც წარმოადგინეთ ისეთი ვითარება, რომ ამ დაკვეთების შემსრულებელ ხალხს უვადოდ აწესებთ სასამართლოში, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში სულ იქნებით. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ეს ადამიანები, რომლებსაც არანაირი მორალური ბარიერი არ აქვთ, აუცილებად გამოიყენებენ ამ სისტემას თქვენს წინააღმდეგ, ამიტომ გამოფხიზრლდით და პრობლემებს გაუსწორეთ თვალი", - ამბობს ოთო კახიძე.

ცნობისთვის, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, დღეს გაიხსნა. 

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე შენობაში მიმდინარეობს.

კომენტარები