თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 5 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულრიფშის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, მახინჯაურის, ქართველიშვილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, დეპოს, ქართლელიშვილის, ლიკანის, ნიკო მარის, საყვირის, კამალოვის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, ჩაქვის, მეჯვრისხევის, სართანიას, კავთისხევის, კიკნაძის, გომბორის, ჯანელიძის, კოხრეიძის, მანჯგალაძის, წიკლაურის, საჭილაოს, სვანეთის და წმინდა მელქისედეკ I ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, გოძიაშვილის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორას, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, სულხან ნასიძის და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები