ფარული ჩანაწერების გავრცელება

ფარული კადრების საქმეზე დაკავებულებიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, 7-ს გირაო

newstory.ge

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე 16 დაკავებულიდან 9-ისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.

საქმეზე დაკავებულებიდან 2-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, 7-ს კი - გირაო შეეფარდა. 

ბრალდების მხარის თქმით, მათ, ვის მიმართაც გირაოს შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიიღეს, ჩანაწერები არ გაუვრცელებიათ. მათ მხოლოდ სოციალური ქსელის პირად შეტყობინებებში მიიღეს ფარული ჩანაწერები და პოლიციას არ მიმართეს. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე 16 პირი გუშინ, 1 თებერვალს დააკავეს. 

ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს. 

კომენტარები