გაზის გაჟონვა

ბახტაძე გაზის დანადგარებზე: დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე თქვა, რომ დაწყებულია მუშაონა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. 

„უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს", -  თქვა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გუშინ, თბი­ლის­ში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

ყაზტრანსგაზის ცნობით, ტრაგედიის მიზეზი მხუთავი გაზი იყო, რომელიც, თავის მხრივ, არასწორად და კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

კომენტარები