გაზის გაჟონვა

თბილისში, "დირსის" ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა

საცხოვრებელ კომპლექს "დირსის" ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, დღეს, 14:00 საათზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღეს შეტყობინება, - "გადმოგვცა ინფორმაცია ნადირაშვილის ქუჩა 22. 21ბ. 1 კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ. ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა ყაზტრანსგაზ-თბილისის სწრაფი რეაგირების 114-ის ჯგუფი რომელთა აღწერითაც: აღნიშნულ მისამართზე მისვლისას პირველ სართულზე სადარბაზოში, იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ მიერ შემოწმდა დეტალურად გაზსადენი, სერვერის საშუალებით შემოწმდა ლიფტის და საკომუნიკაციო შახტები. საკომუნიკაციო შახტში სერვერმა დააფიქსირა გაზის გაჟონვა".

კომპანიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით კორპუსს შეუწყდა გაზის მიწოდება, საცხოვრებლის მიმდებარედ შემოწმდა საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ჭები, სადაც სერვერმა გაზის კონცენტრაცია არ დააფიქსირა.

"შემოწმდა კორპუსში ბინები ლაზერული აპარატით, რომელმაც მესამე სართულის დაკეტილ №8 ბინაში დააფიქსირა დიდი რაოდენობით გაზის დაგროვება. როგორც ჩანს მობინადრეს დარჩა ჩართული . ჩვენს მიერ ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო, სახანძრო და სამაშველო სამსახური. აგრეთვე ადგილზე გამოცხადდა კომპანიის სპეციალისტების გაზლიერებული შემადგენლობა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს ბინაში შეღწევა აივნიდან. ფანჯრების გაღებით მოხდა ბინის განიავება", - ამბობენ კომპანიაში.

როგორც გაირკვა, მილი, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა, თვითნებურად იყო
დამონტაჟებული.

კომენტარები