აფეთქება

შსს: პეკინზე აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ქურა გახდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

ტვ პირველი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინის გამზირზე დღეს მომხდარი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ქურაა

"ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით თბილისში პეკინის N30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, აუფეთქდა ქურა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მობილიზება. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია. მას ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და შემდგომი სამედიცინო კვლევებისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში", - ამბოენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე 
დაზიანება.

საბურთალოზე, პეკინის გამზირის ერთერთ კორპუსში აფეთქება დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი გაზის გაჟონვა იყო, თუმცა ყაზტრანსგაზი ამას გამორიცხავს და ამბობს, რომ აფეთქება სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია.

კომენტარები