შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრი ქვეშ მყოფი, 1973 წელს დაბადებული გ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წელს, თბილისში, ჯანაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან ოთხი ლეპტოპი მოიპარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს",- აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვე პუნქტებით. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქურდობა
შსს: 4 ლეპტოპის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

REUTERS




