ეროვნული გამოცდები

სააკაშვილი: გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა

გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა.
ივანიშვილმა გააუქმა ამერიკელი მასწავლებლების მიერ ინგლისურის სწავლის პროგრამა,დახურა ამერიკული ტექნოლოგიური და შავი ზღვის უნივერსიტეტები, ქვეყნიდან გააქცია ბენდუქიძე და დააზიანა მისი უნივერსიტეტი და ახლა ყველა ბავშვის მომავალს შეეხო, ამ უკიდურესად მავნებლური გადაწყვეტილებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე წერს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, წელს მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებენ. ასევე, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

კომენტარები