ლიონელ მესის რეკორდი

ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში რაულის რეკორდი მოხსნა

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში მოგებული მატჩების რაოდენობით მადრიდის რეალის ლეგენდარულ ფორვარდ რაულ გონსალესს გაასწრო. გუშინ, "ბარსელონამ" "ჟირონა" მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა, რაც არგენტინელისთვის ლა ლიგაში 328-ე მოგება იყო.

ამ მაჩვენებლით, ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო სამეულშია. 31 წლის არგენტინელს ორი მეკარე უსწრებს: ანდონი სუბისარეტა (333 გამარჯვება) და იკერ კასილასი (334). დიდი ალბათობით, მესი ორივე ფეხბურთელის რეკორდს ამავე სეზონში მოხსნის.

კომენტარები