ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბატიაშვილი: მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამას მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს

იმის მაგივრად რომ სკოლაში ხდებოდეს სწავლა, ანუ ორიენტაცია იმ ცოდნისკენ რომელსაც სკოლა უნდა აძლევდეს, მთელი რესურსი და მით უმეტეს უზრმაზარი რესურსი მშობლების მიედინება იმ გამოცდებისთვის. 

სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია რომელიც გააჩნია და მისაღები გამოცდები მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს სკოლის პროგრამასთან 

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, წელს მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებენ. ასევე, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

კომენტარები