NDI-ის კვლევა

NDI: გარემოს დაცვის საკითხებიდან მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე ჰაერის დაბინძურებაა

​​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებიდან მოსახლეობას ყველაზე მწვავედ მიიჩნევს ჰაერის დაბინძურების (57%), საკვების უსაფრთხოებისა (44%) და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების (40%) არსებობას ჰაერში, საკვებში, სათამაშოებში და ა.შ.

გარდა ამისა, მოსახლეობის 91%-სთვის მისაღებია ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ყველა ოჯახი ნაგავს კატეგორიების მიხედვით დაახარისხებს, მაგალითად, პლასტმასის ნარჩენებს ერთ პარკში, შუშის ნარჩენებს მეორეში და ა.შ.

ამასთან, NDI დაინტერესდა გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასებით. მოსახლეობის 22% უწყების საქმიანობას ცუდად აფასებს, 7% კი ძალიან ცუდად. სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 33%, ძალიან კარგად 1%, ხოლო არ იცის 36%-მა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები