NASA

NASA-მ ახალ წელს გადაღებული კოსმოსური "თოვლის კაცის" ახალი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა New Horizon დედამიწისგან 6.5 მილიარდი კილომეტრით დაშორებული, 33 კილომეტრის სიგრძის ყინულიანი ობიექტის, Ultima Thule-ს ფოტო გამოგზავნა, რომელსაც ზონდმა ახალ წელს ჩაუფრინა. 

New Horizon-მა გამოსახულება მაშინ მოიპოვა, როცა მხოლოდ 6700 კილომეტრით იყო დაშორებული სამიზნეს, რომელიც მკვლევრების აზრით, ორი ციური სხეულის ერთმანეთთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა.

ულტიმა ყინულის და მტვრის კონგლომერატია, რომელიც მზეს წრეს არტყამს კუპერის სარტყელში - მზის სიტემის რეგიონი, რომელიც რვა პლანეტის მიღმაა.

კუპერის სარტყელი იმდენად შორსაა მზისგან, რომ ტემპერატურა ამ რეგიონში აბსოლუტურ ნულზე 30-40 გრადუსით მაღლაა, რის შედეგადაც ობიექტზე ყველა ქიმიური რექცია შეჩერებულია. ეს ნიშნავს, რომ Ultima იმდენად ღრმადაა გაყინული, რომ სავარაუდოდ იმ ფორმითაა შენახული, რომელშიც ჩამოყალიბდა.

"ყველაფერი რასაც ულტიმას შესახებ ვისწავლით - დაწყებული მისი შემადგენლობით და გეოლოგიით, დამთავრებული მისი ჩამოყალიბების ისტორიით, გვასწავლის მზის სისტემის თავდაპირველი პირობების შესახებ, რასაც ვერ გვასწავლის დანარჩენი ობიექტები მზის სისტემაში, რადგან ისინი ან დიდები არიან და იცვლებიან, ან თბილები არიან. ულტიმა უნიკალურია." - ამბობს New Horizon-ის მთავარი მკვლევარი პროფესორი ალან სტერნი. 

კომენტარები