მენტალური ჯანმრთელობა

პრინცი უილიამი: ცნობილი ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას თავს არიდებენ

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი ამბობს, რომ ყველა იმ ცნობილმა ადამიანმა - მსახიობმა თუ მომღერალმა, ვისაც მან მენტალური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საქველმოქ​მედო ღონისძიებებში ჩართვა სთხოვა, უარი უთხრა.

ამის შესახებ მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

პრინცი უილიამი ამბობს, რომ წინადადებით, ჩართულიყო ფსიქიკური ჯანმრთელობის კამპანიაში, ბევრ ვარსკვლავს მიმართა, თუმცა არავის სურდა ამასთან ასოცირება.

მისი თქმით, ამ ადამიანებმა ამჯობინეს, არ ესაუბრათ ასეთ "საშინელ" მოვლენაზე. ეს დამოკიდებულება შესაძლოა მათ შვილებზე აისახოს.

პრინცმა საქველმოქ​მედო ორგანიზაცია Heads Together თავის ძმასთან, ჰარისთან ერთად 2017 წელს დააარსა, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტიგმასთან საბრძოლველად.

ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრინცმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც მას ფსიქ​იკასთან დაკავშირებით ჰონდა. მისი თქმით, მას ისეთი ტრავმული გამოცდილება აქვს, როდესაც ფიქ​რობდა, რომ მდგომარეობიდან თავს ვერ დააღწევდა და ამის შესახებ კოლეგებისთვის რომ არ ეთქვა, მდგომარეობა გაცილებით გაურთულდებოდა.

უილიამს მანამდეც უსაუბრია "ძალიან ტრავმულ" გამოცდილებებზე.

მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები დავოსის ამ წლის ფორუმზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა.

მონაცემების მიხედვით, ოთხიდან ერთი ადამიანს მენტალური პრობლემები აქვს, მაგრამ ბევრს ისევ ეშინია დახმარების თხოვნის, რადგან, მათი აზრით, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება. 

მიუხედავად პრობლემის განხილვის მეტი მსურველისა, "ძალიან ბევრი იტანჯება ჩუმად."

"რაღაც მიზეზების გამო ხალხს ემოციები აწუხებთ, ბრიტანელებს განსაკუთრებით," - უთხრა პრინცმა აუდიტორიას. ის ფიქრობს, რომ ბრიტანელები თავიანთ უარყოფით ემოციებს არ გამოხატავენ.  

"წინა თაობებისთვის ეს იყო პრობლემების გადაჭრის გზა: არ ილაპარაკო მასზე. თუმცა ახალმა თაობამ იცის, რომ ეს ნორმალური არ არის და უმჯობესია განცდებზე გახსნილად ისაუბრონ". 

დებატებისას აუდიტორიას კითხეს, იცნობდნენ თუ არა ადამიანს, რომელიც მენტალური დარღვევებით იტანჯებოდა. დარბაზში თითქმის ყველამ აწია ხელი.  

კემბრიჯის ჰერცოგი ფორუმზე ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრთან, ჯასინდა არდენთან ერთად იმყოფებოდა. არდენი ამბობს, რომ მისი მთავრობისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტია. 

HSBC ბანკის უფროს, ჯონ ფლინტის თქმით კი, კონკურენტულ საბანკო ინდუსტრიაში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ხშირია.

ფლინტმა თქვა, რომ ბანკი მენეჯერებს ატრენინგებს, რათა ამოიცნონ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნები და თანამშრომლებს დაეხმარონ.

კომენტარები