გეგა გეგეშიძე

გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

რუსთავი 2

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გეგეშიძე დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც რჩება.

პოლიციამ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა.

თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეო შაბათის კურიერმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს.

თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. 

კომენტარები