ლევან ჩხაიძე

ლევან ჩხაიძის ცხედარს ბუდაპეშტიდან ხვალ ჩამოასვენებენ

ტვ პირველი

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის (ჯაკო) ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარასკევს, 25 იანვარს, 17:40 საათზე ჩამოასვენებენ.

ჟურნალისტის პანაშვიდი 26 იანვარს გაიმართება (წყნეთი, გურამიშვილის ქ. 6).

ლევან ჩხაიძის ცხედარს კვირას, 27 იანვარს, 15:00-ზე ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი, ლევან ჩხაიძე 21 იანვარს გარდაიცვალა. ის მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ის 33 წლის იყო.

ტაბულა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ახლობლებს.

კომენტარები