ლევან ჩხაიძე

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძეს დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ტვ პირველი

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 

„TV პირველის“ ჟურნალისტი 21 იანვარს, 33 წლის ასაკში, ბუდაპეშტში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ტაბულა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს. 

კომენტარები